მიხეილ
ცაგარელი: მოერიდეთ იმ ამბიციებს, რომლებიც გაიძულებთ
მოქმედებისას ძალოვანი მეთოდები გამოიყენოთ. დაიცავით კანონი და იყავით მეტად
დიპლომატური.
მინერალებიდან სასიკეთოა:
ონიქსი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მწვანე იასპი და მარჯანი.
ფერებიდან დადებითია:
ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი, ნაცრისფერი.
სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ
პროდუქტებს. მოერიდეთ სტომატოლოგიური
პროცედურების ჩატარებას, ფინანსურ ოპერაციებს, გავლენან და ხელმძღვანელ პირებთან
ურთიერთობას, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებს, ქორწინებას, თანამშრომლების
სამსახურში მიღებას.
დღეს სიტყვას დიდი ძალა
აქვს, ამიტომ საუბრისას გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები. კარგი დღეა მავნე
ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად, კომერციული ოპერაციებისათვის, მფარველთა
ძიებისათვის, პრობლემების ახლებურად და ორიგინალურად გადაწყვეტისათვის, სპონტანური
აზროვნებისთვის, უძრავი ქონების
ყიდვა-გაყიდვისთვის, ექიმებთან კონსულტაციისთვის და მკურნალობის დასაწყებად.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით
შესუსტებულია ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანი.
დღე დადებითია თხის რქისა
და თევზებისთვის. უარყოფითია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორისთვის.
Internet.ge