ევრო 2012-ის
მიმდინარეობისას, უკრაინის საზღვარი 8,5 მილიონმა ტურისტმა გადაკვეთა. ამის შესახებ კიევის
მერიის წარმომადგენელმა ანატოლი გოლუბჩენკომ განაცხადა.
„სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 5 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით უკრაინაში 8,5 მილიონი
ტურისტი და 2 მილიონამდე სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. მხოლოდ 1-ელ ივლისს
ქვეყნის საზღვარი 360 ათასმა ადამიანმა და 70 ათასამდე სატრანსპორტო საშუალებამ
გადმოკვეთა. „ბორისპოლის“ აეროპორტმა კი ამ დღეს 642 რეისი და 41 ათასი ადამიანი
მიიღო,“ - აღნიშნა მან.
მერიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევრო 2012-ის
მიმდინარეობისას კიევის სასტუმროებში მთლიანობაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გაჩერდა:
„მათ შორის იყო 3 600 რუსი, 3 ათასი შვედი, 2 600
ინგლისელი, 2 300 ესპანელი, 2 ათასი იტალიელი, ათას-ათასი ფრანგი და
პოლონელი, 600 ამერიკელი და 400 ჩინელი. გარდა ამისა, 6 ათასამდე შვედი ტრუხანოვის
კუნძულზე იყო განთავსებული, ფინალისთვის კი დამატებით 5 ათასი ესპანელი და 3 ათასი
იტალიელი ჩამოვიდა,“ - განაცხადა გოლუბჩენკომ.
Internet.ge