ქლორის ავზის მესაკუთრე კომპანიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა
სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს პრესსამსახურის უფროსმა ზურა
გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, ლილოში, ერთ-ერთი საწარმოდან ქლორმა
გაჟონა. გაჟონვის შედეგად სულ 73 ადამიანი დაშავდა, ყველა მათგანს შესაბამისი
დახმარება გაეწია. გუშინვე დაშავებულები საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.
internet.ge