შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ძალოვანი
უწყებიდან მიდის, თუმცა მთავრობაში განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ შოთა
უტიაშვილმა „ინტერნეტ.ჯი“-ს მისი სამომავლო კარიერის კომენტირებისას განუცხადა.
„ძალოვან უწყებას ჩამოვშორდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა
დავტოვე, თუ სად ან რომელ უწყებაში დავიწყებ მუშაობას ამას საზოგადოება მალე
გაიგებს“,- განაცხადა უტიაშვილმა.
სააგენტოს კითხვა ხომ არ უკავშირდებოდა მისი გადაგდომა მთავრობის
ცვლილებას და შეიძლება თუ არა ვიხილოთ ის ვანო მერაბიშვილის მიერ დაკომპლექტებულ
მთავრობის ახალ შემადგენლობაში უტიაშვილმა უპასუხოდ დატოვა.
internet.ge