კოალიციაში შემავალი პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულება სააღსრულებო წერილის მიღების შემდეგ დაიწყება
"ქართულ ოცნებაში" შემავალი
პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულება მას შემდეგ დაიწყება, როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააპელაციო სასამართლოდან „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი შევა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიუროს
პრესსამსახურში განუცხადეს, მსგავსი დოკუმენტი უწყებაში ჯერ არ შესულა.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე
მიიღო.
მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383
097 ლარით დაჯარიმდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კოალიციაში შემავალი პარტიები
ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
internet.ge