GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კიევში სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო
12:56 04.07.2012
დღის სიახლეები

სპეცრაზმმა „ბერკუტმა“ ცოტა ხნის წინ ალყა შემოარტყა „უკრაინულ სახლს“, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები და რადას მიერ გუშინ მიღებული ენის შესახებ კანონს აპროტესტებენ, რომელიც რუსულ ენას რეგიონალურ სტატუსს ანიჭებს.

„უკრაინულ სახლში“ დღეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია იგეგმებოდა. ამის გამო სპეცრაზმს შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა გაეთავისუფლებინა. შეტაკების დროს „ბერკუტმა“ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოჩნდნენ.

ამის გამო იანუკოვიჩმა პრესკონფერენცია გადადო.

პარალელურად, დაძაბულობაა რადაშიც, სადაც მიმდინარე მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად პოსტები უკვე დატოვეს სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა და ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ტომენკომ.

რადას მიღებულ ენის შესახებ კანონს ახლა იანუკოვიჩმა უნდა მოაწეროს ხელი, რათა ის ძალაში შევიდეს. ამის შემდეგ უკრაინის 13 რეგიონში რუსული ენა რეგიონალური ენა გახდება და აღნიშნული რეგიონებისთვის, პრაქტიკულად, სახელმწიფო ენის სტატუსი ექნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძე შეერთებულ შტატებში მიიწვია1
ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა2
პოლიციის თანამშრომლებმა ფულის გამოძალვის მცდელობა აღკვეთეს3
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა4
საქართველოს პატრიარქის ქადაგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X