დღეს,
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 234-ე წლისთავი აღინიშნება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით 16:00 საათზე ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ–ს
დამოუკიდებლობის დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნავს.
ამერიკის
დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1776 წლის 4 ივლისს მოეწერა. ამ დღეს ამერიკის
მეორე კონტინენტურმა კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 13 კოლონია
ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატად გამოაცხადა და ამერიკის დამოუკიდებლობის
დეკლარაცია დაამტკიცა.
internet.ge