სპეცრაზმი „ბერკუტი“
დღეს დილიდან უკვე მეორედ, კვლავ ალყაში აქცევს „უკრაინულ სახლს“, სადაც ენის
კანონის წინააღმდეგ შეკრებილი აქციის მონაწილეები, უკვე ორჯერ დარბევის
მიუხედავად, მაინც არ იშლებიან.
უკრაინული
მედია ავრცელებს ფოტოს, რომელზე გამოსახულ გოგონასაც სპცერაზმელებთან დარბევის
თავიდან ასაცილებლად ყვავილები მიაქვს.
პარალელურად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადას სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა, რომელმაც განაცხადა,
რომ პოსტის დატოვებას აპირებს, უარი თქვა ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ გუშინ
მიღებულ სკანდალურ კანონს (რაც ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორც პრეზიდენტის
ხელმოწერა), რომელიც უკრაინაში რუსულ ენას რეგიონალური ენის სტატუსს ანიჭებს.
თუკი სპიკერი
ლიტვინი კანონს ხელს არ მოაწერს, დოკუმენტი საერთოდაც ვერ მოხვდება პრეზიდენტ
ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომლის საბოლოო ხელმოწერამაც კანონს ძალა უნდა მისცეს.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ კიევში დაწყებული
პროტესტი სხვა ქალაქებშიც ვრცელდება. საპროტესტო
აქციები ხარკოვსა და ლვოვშიც დაიწყო.
internet.ge