დღეს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ „სტუდენტური სახე 2012"-ის
შესარჩევი კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობას 19 უმაღლესი სასწავლებლის
სტუდენტი გოგონები იღებდნენ. 100 კონკურსანტიდან ჟიურიმ 19 ფინალისტი შეარჩია.
შერჩეული კონკურსანტები
თბილისის მასშტაბით დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
„სტუდენტური სახე
2012"-ის საკონკურსო ნაწილი ქალაქ ბათუმში ჩატარდება. ფინალური ეტაპი 28
ივლისს ბათუმის ოპერის თეატრში გაიმართება, სადაც ჟიური სხვადასხვა ნომინაციებში
გამარჯვებულ გოგონებს და „სტუდენტური სახე 2012"-ის რჩეულს გამოავლენს.
კონკურსის მთავარი პრიზი ავტომობილია.
პროექტი „სტუდენტური
სახე" ტრადიციულ ხასიათს ატარებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება.
internet.ge