GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ID ბარათებისა და პასპორტების მიღება ფოსტითაც შესაძლებელია
15:52 04.07.2012
დღის სიახლეები

რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, სამოქალაქო რეესტრისთვის საფოსტო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ბესარიონ გელენიძემ მოაწერეს.

გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. მისი ინფორმაციით,  ID ბარათისა და პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გააკეთონ, ხოლო დამზადებული დოკუმენტი დასახელებულ მისამართზე მიიღონ ფოსტით.  მათ  ამ სერვისით სარგებლობისთვის, დოკუმენტის ღირებულებასთან ერთად, დამატებით ორი ლარის გადახდა მოუწევთ.

„ID ბარათები და პასპორტები მოქალაქეს შეუძლია მიიღოს განაცხადის ჩაბარებიდან მე-10, მე-5, მე-3, მე-2 და იმავე დღეს. საბუთის ჩაბარებისთვის მოქალაქემ უნდა მიუთითოს 18:00 საათამდე, ნებისმიერი სამ საათიანი პერიოდი, მაგალითად 13:00-დან 16:00 საათამდე. დოკუმენტის ჩაბარების ადგილად განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მისამართი, მათ შორის სოფლად არსებული მისამართები. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია დოკუმენტის მისაღებად განაცხადი მიიღოს სრს თბილისის საბურთალოს ტერიტორიულმა სამსახურმა და მოქალაქემ გადაცემის მისამართად მიუთითოს ქალაქ რუსთავში მდებარე მისამართი. ფოსტის წარმომადგენელი ვიზიტს განახორციელებს გადაცემის დღეს მითითებულ მისამართზე დასახელებული დროის შუალედში“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინაიდან საფოსტო მომსახურებით დოკუმენტის გაცემა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მისამართზე, დოკუმენტის გაგზავნას სჭირდება გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე, თბილისში შესაძლებელია როგორც ერთდღიანი, ასევე ნებისმიერ დაჩქარებულ ვადაში ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნა.

ცნობისთვის, სამომავლოდ, საფოსტო მომსახურებით, შესაძლებელი იქნება სხვა დოკუმენტების გაცემაც.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა1
ირაკლი კირკიტაძე ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს2
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 8 დეპუტატი ეყოლება3
რუსი ექსპერტები საქართველოს დაშლას პროგნოზირებენ4
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საორგანიზაციო სამუშაოები დასრულებულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X