რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესიის წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან იმით, რომ მოსკოვში კონცერტი
მადონამ უნდა გამართოს. თანაც, მადონა რუს მსმენელს დაპირდა, რომ სცენაზე ბევრს
იცელქებდა...
„მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში მადონას კონცერტის ჩატარება
ძალიან არასასიამოვნო მოვლენაა. საწყენია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა მას ამის
უფლება მისცეს. ის ხომ ცნობილი სატანისტია“
- განაცხადა სასულიერო პირმა ალექსანდრ შუმსკიმ ТСН.ua-სთან საუბრისას და კონცერტის გადადება მოითხოვა,
ხალხს კი მისი ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მადონას მოსკოვში შიშით არა მარტო ეკლესია ელოდება. მომღერალმა
წინასწარ უკვე განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტისას, აპირებს
მხარი დაუჭიროს „გეი-საზოგადოებას“.
რუსეთში მადონას მოწინააღმდეგეთა ასეთ განწყობას კიდევ ერთი მიზეზი
აქვს: თავისი ტურნეს დროს მომღერალმა უკვე შოკში ჩააგდო იტალიელი მსმენელი, როცა
მათ უკანალი ანახა, სტამბულში კი ათასობით ფანატის წინაშე მკერდი მოიშიშვლა.
Internet.ge