ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს
საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო
სიტუაციების სამსახურის რვა თანამშრომელი
მოათავსეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურმა
განუცხადა, მაშველები ლილოში იმ ადგილიდან გადმოიყვანეს, სადაც გუშინ ერთ-ერთი
საწარმოდან ქლორმა გაჟონა.
რვავე დაშავებულს აღენიშნება ძლიერი თავბრუსხვევა და წვა ყელის არეში.
საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება „რეალ-TV‘’-ის
ჟურნალისტი მაკა თვაურიც.
პრესსამსახურის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
internet.ge