GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (2-8 ივლისი)
23:50 04.07.2012
დღის სიახლეები

ვერძი: ეცადეთ არ გაღიზიანდეთ, რათა კონფლიქტების გამო არ დაკარგოთ პოპულარობა საქმიან პარტნიორთა შორის. ზოგიერთი თანამშრომლის გამო შეიძლება აგერიოთ გეგმები. მიზნების მისაღწევად მხოლოდ აქტიურობა საკმარისი არ იქნება და შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი ცოდნის მიღება. სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირი იქნება შეხვედრები, სასიამოვნო საუბრები და მიმოწერა. შორეული მოგზაურობა ან უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრები თქვენს პერსპექტივებს ერთი-ორად გაზრდის. 

კურო: ბევრი რამ შეიცვლება და გარემოებები შეცვლის თქვენს მიზნებსა და საქმიანობას. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართაც. შემოქმედებითი უნარის გამოვლენა მეტად პოპულარულს გაგხდით საქმიანი პარტნიორების წრეში. რაც უფრო აქტიური სოციალური ცხოვრებით იცხოვრებთ, იკონტაქტებთ და იმოგზაურობეთ, მით მაღალ პოზიციებს დაიკავებთ საზოგადოებაში და სამსახურშიც. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან პრობლემებს შექმნის მათი აზრის იგნორირება და თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

ტყუპები: ახლობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სახალისო იქნება. ახალი ნაცნობები კი მომავალში დიდ დახმარებას გაგიწევენ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ მიზნებისა და გეგმებიც მკაფიოდ ჩამოყალიბება, ამიტო ეცადეთ დრო გამოყოთ დამატებითი ცოდნის მისაღებად. ეცადეთ შეამციროთ მოვალეობები და ნაკლები პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში მეტი დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისატვის. გაიზრდება გადაადგილებებისა და ახლო მოგზაურობების რაოდენობაც. 

კირჩხიბი: საკუთარი სურვილით ცხოვრება გაგიჭირდებათ, რადგან თქვენზე იმოქმედებს ვალდებულების გრძნობა და სხვა ადამიანების სურვილები და მოთხოვნები. ცხოვრებისაულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ ინტელექტი და გამოცდილება. მატერილაურ პრობლემებს გადაწყვეტთ ახალი ინციატივებისა და საქმისადმი მტკიცე მიდგომის უნარის მეშვეობით. დასვენებისათვის ამ პერიოდში უმჯობესია აირჩიოთ მშვიდი ბუნება ქალაქგარეთ და ოჯახური გარემო. 

ლომი: მეტად კომუნიკაბელური გახდებით. თქვენი აზრები მიმართული იქნება გეგმებისა და ჩანაფიქრების რეალიზებისაკენ. მიუხედავად ამისა, კარიერაში დიდი წინსვლისა და ცვლილებების იმდეი ამ პერიოდში ნუ გექნებათ. ეს დრო არ უწყობს ხელს სამსახურის გამოცვლას და ხანგრძლივი საქმიანობის დაწყებას. განმარტოვება სასიკეთოდ აისახება არა მარტო ჯანმრთელობაზე და დაგეხმარებათ სასმომავლო მოქმედების გეგმის ჩამოყალიბებაში. ეს კარგი დროა მოგზაურობისათვისაც.

ქალწული: მოერიდეთ გლობალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს და ეცადეთ დღევანდელი დღით იცხოვროთ. ამ პერიოდში ნუ დაიწყებთ პედაგოგიურ, საგამომცემლო ან პოლიტიკურ საქმიანობას. მატერიალური ბაზის გამყარებისათვის გააკონტროლეთ ხარჯები. ეცადეთ მეტი ყურადრება დაუთმოთ ახლო ნათესავებს, ახლობლებსა და მეზობლებს. შორეულ მოგზაურობაზე კი სჯობს უარი თქვათ, რადგან გაუთვალისწინებელი გარემოებები არც დასვენების და არ წარმატებული მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ.

სასწორი: გარემოებებზე დამოკიდებულებისაგან გიხსნით სამართლიანობის გრძნობა და კომპრომისზე დროულად წავლის უნარი. ძალიან დაგჭირდებათ ხელმძღვანელებისა და ახლობლებისაგან აღიარების მოპოვება. კარიერაში ზრდისათვის აუცილებელია დამატებითი ცოდნის მიღება. მეუღლე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში და მზად იქნებით გარკვეულ დათმობებზეც წახვიდეთ, თუ ეს არ დაემუქრებათქვენს დამოუკიდებლობას. მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას გაიფართოვეთ სანაცნობო წრე და თვალსაწიერი. 

მორიელი: პარტნიორულ ურთიერთობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ მანამდე დააგროვებთ საკმარის რეზერვებს, მაგრამდაიცავით ზომიერების გრძნობა, რათა არ გაიფუჭოთ ავტორიტეტი. მატერიალურ მდგომარეობაზე შეიძლება ციდად აისაცოს ყველა სახის საკამათო სიტუაცია, მათ შორის იურიდიულიც. პირადი კონტაქტების სიუხვე არ მოგცემთ გჯუფურად მუშაობის საშუალებას, რის გამოც მოგიწევთ დამოუკიდებლად მოქმედება. სიყვარულის იდეალისტურად შეგრძნება ბევრ სასიამოვნო წუთს გაცუქებთ და ურთიერთობას ჰარმონიულს გახდის.

მშვილდოსანი: თქვენი გეგმები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოექცევით გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. ყველა ღონე იხმარეთ არსებული კონფლიქტების დასამშვიდებლად და ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ ყველა მოქმედების შედეგი. ეს კარგი დროა როგორც ინფორმაციის მიღებისა და სწავლისათვის, ასევე მივლინებებისა ან დასასვენებლად გასამგზავრებლად. მოგზაურობისას შეიძლება ახალ სასიყვარულო კავშირს ჩაეყაროს საფუძველი. სახლში დარჩენისას კი ეცადეთ განმარტოვდეთ და აზრობრივად განსაზღვროთთქვენი აწყმყო და მომავალი. 

თხის რქა: ურთიერთობებს მეტად გაამარტივებთ და გარშემომყოფებს ექნებათ საშუალება თქვენში აღმოაჩინონ სრულიად განსხვავებული მხარეები. შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებისა და მატერიალური მდგომარეობის შეცვლის სრუვილი გიბიძგებთ პროფესიის ან სამსახურის შეცვლისაკენ. კარგი დროა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. ძველმა რომანტიულმა გრძნობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. დაღლილობის მოსახსნელად კი სჯობს დასასვენებლად გაემგზავროთ, თუნდაც რამოდენიმე საათით ქალაქგარეთ.

მერწყული: მთენ ძალას მოახმართ კარიერას და პარტნიორულ ურთიერთობებს, რის გამოც სახლისა და ოჯახისათვის დრო აღარ დაგრჩებათ. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იზრუნებთ ახალ სამსახურზე ან თანამდებობის შეცვლაზე. მიუხედავად თქვენი გამჭრიახობისა, საქმიან ურთიერთობებში ყოველთვის ვერ შესძლებთ ურთიერთგაგებისა და სასურველი შედეგის მიღებას. ეცადეთ უყურადღებოდ არ დატოვოთ მშობლებიც და მათთან ურთიერთობაში გამოასწორეთ ყველა გაუგებრობა. 

თევზები: ეს დასვენებისა და საოჯახო საქმეების მოგვარების დროა. სიზარმაცე მეტად განგაწყობთ პრობლემების დავიწყებისა და დროის საინტერესოდ გატარებისაკენ. მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეული ცვლილებები დამოკიდებულს გაგხდით გარემოებებზე და შესაძლოა ნაკლებად კომფორტულ პირობებში აღმოჩნდეთ. მიღებულ ინფორმაციას ადვილად გაიგებთ და აითვისებთ. უცხოელებთან საქმიანი კავშირი ან სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობა მეტი პერსპექტივებს გიქადით მომავალში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის ოთხ სოფელში გზები ჩაიკეტა1
დავით ბაქრაძე: კონსტიტუციურად პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს2
პროკურატურამ სასამართლოს "მაესტროს" ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა3
სექტემბრისთვის კოსოვოს სრულ დამოუკიდებლობას ჰპირდებიან4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X