სხეულის 25 პროცენტის დამწვრობით, თბილისის დამწვრობის ცენტრში, 16
წლის გოგონა მოათავსეს.
მოზარდს ქვემო კიდურების დამწვრობა აღენიშნება. პაციენტი ზესტაფონის
რაიონიდან იმერეთის კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას დამწვრობითი
შოკი აღენიშნება.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
internet.ge