გვიან ღამით ბაგებში
მეწყერი ჩამოწვა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ერთი ოჯახი, სადაც ღვარცოფი
სახლში შევარდა. სტიქიამ საყრდენ კედელს ძირი გამოაცალა და საცხოვრებელი სახლი
დააზიანა.
ადგილობრივების განცხადებით,
ამ ტერიტორიაზე მეწყერი 12 მაისს ჩამოწვა და მას შემდეგ მდგომარეობა გართულდა.
ადგილზე უკვე მიმდინარეობს ჯებირების მშენებლობა, რომელმაც სტიქიის მასშტაბები
უნდა შეამციროს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია.
ადგილობრივები
სამუშაოების დამთავრებამდე ითხოვენ, მთავრობამ მათ დასახმარებლად სხვა ზომებს
მიმართოს. ისინი დროებით პრევენციული ღონიძიებების გატარებას მოთხოვნით გამოდიან,
რადგან ხშირი წვიმები მათ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს.
internet.ge