კოალიცია
"ქართულ
ოცნებაში"
შემავალ პარტიებს, აღსრულების ეროვნული ბიუროდან, იძულებითი აღსრულების დაწყებისთვის
აუცილებელი შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღიათ. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
კოალიციის ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა.
ადვოკატი პარტიების ქონების დაყადაღებისა
და აუქციონზე გატანას არ გამორიცხავს.
"ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა გუშინ ამოეწურათ.
კანონით
მათ მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყება, რაც შესაძლოა ანგარიშების ან ქონების დაყადაღებაში გამოიხატოს.
კოალიცია
"ქართულ
ოცნებაში"
შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
პარტიები
2 383 097 ლარით
დაჯარიმდნენ.
სააპელაციო
სასამართლომ
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
internet.ge