თურქეთის ქალქ სამსუნში
წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი. დაკარგულია 20-ზე
მეტი ადამიანი.
სამაშველო სამუშაოები
სტიქიით დაზარალებულ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. დატბორილ
ქუჩებს მაშველები სპეციალური ტექნიკით წმენდენ. მათ მოსახლეობის ევაკუაციაც
დასჭირდათ.
ცალკეულ უბნებში ამ
დრომდე გათიშულია ელექტროენერგია, ინტერნეტი და ფიჭური კავშირგაბმულობა.
პარალიზებულია საავტომობილო გზები და დატბორილია სასიცოცხლო მნიშვნელობის
ობიექტები. ადიდებულმა მდინარემ საფეხმავლო და სატრანსპორტო ხიდებიც წაიღო.
სტიქიური უბედურების
მიზეზი გადაუდებელი წვიმა გახდა. ნალექი სამსუნში რამდენიმე დღეა არ შეწყვეტილა,
რასაც მდინარის ადიდება მოჰყვა. შედეგად წყალმა მანქანები წაიღო, დატბორა მაღაზიები,
საოფისე შენობები, საავადმყოფოები, სკოლებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი
სართულები.
ადგილობრივმა
ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდა. განსაკუთრებით ეს
მდინარის პირას მდებარე გზებს ეხება. ადიდებულმა წყალმა ჯებირები დააზიანა და
არსებობს მათი ჩამოშლის საფრთხე. კომუნალური სამსახური მაშველებთან ერთად დამბების
გამაგრებაზე მუშაობს.
სინოპტიკოსების
პროგნოზი ნაკლებად დამაიდებელია. შავიზღვისპირა ქალაქში ამ სეზონისთვის
კოკისპირული წვიმები და ჭარბი ნალექია მოსალოდნელი.
internet.ge