აღსრულების ეროვნული ბიურო კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ბიუროში
სასამართლოდან შესაბამისის წერილი შევა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების
ბიუროს პრესსამსახურმა ბესო ლილუაშვილმა განუცხადა.
„კანონის მიხედვით იძულებით აღსრულებას მას
შემდეგ შევძლებთ, რაც სასამართლო აღსრულების ფურცელს მოგვაწვდის“,- განაცხადა
პრესსამსახურმა.
"ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა გუშინ ამოეწურათ.
კანონით
მათ მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყება, რაც შესაძლოა ანგარიშების ან ქონების დაყადაღებაში გამოიხატოს.
კოალიცია
"ქართულ
ოცნებაში"
შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
პარტიები
2 383 097 ლარით
დაჯარიმდნენ.
სააპელაციო
სასამართლომ
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
internet.ge