სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ESN-მა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან ერთად, პროექტ „Language Club”-ის განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია ტექნიკური უნივერსიტეტის სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის შესწავლაში დახმარება და ქართულ საზოგადოებაში მათი სოციალიზაცია-ინტეგრაცია.
პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული შეხვედრები ჩატარდება, რომლის დროსაც ორგანიზაციის წევრი და არაწევრი სტუდენტები, თანამოქალაქე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციებს გამართავენ.
პროექტი
სამთვიანია და იგი პარალელურად სამედიცინო უნივერსიტეტშიც იმუშავებს, სადაც ქართულ ენას ინდოელები შეისწავლიან.
Internet.ge