საია
არაოკუპირებული
ტერიტორიიდან
დევნილი პირების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს. მათ სასამართლოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევის და ქარელის
მუნიციპალიტეტში
მცხოვრები
ტრისტან მამაგულაშვილის სახელით
მიმართეს.
საია
ასაჩივრებს
დევნილის ცნების საკანონმდებლო განსაზღვრებას.
“მოსარჩელეების, ტრისტან მამაგულაშვილის სახლი სოფელ დვანში და ფირუზ ვანიევის სახლი ხურვალეთში არ მიუკეთვნება ოკუპირებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მოსარჩელეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, იმის გამო, რომ საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლები
ვერ აკონტროლებენ შესაბამის ტერიტორიას.
არაოკუპირებული
ტერიტორიიდან
დევნილი პირები მოკლებული ხდებიან "დევნილთა შესახებ” კანონით დადგენილ ისეთ გარანტიებს, რითაც სარგებლობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ეს გარანტიებია: თავშესაფრით, სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით და დევნილი ფულადი შემწეობით უზრუნველყოფა, რეაბილიტირებული
საცხოვრებელი
სახლების საკუთრებაში გადაცემა“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საიას შეფასებით, ომის შედეგად არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები ისეთივე დახმარებას საჭიროებენ, როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ადამიანები.
internet.ge