საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) წარმომადგენლებმა, კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, ადგილობრივი
და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან Safe the
Children-ის, UNDP-ის, Action against hunger -ის(ACF), Salvation army-ის, World
Vision-ისა და Oxfam-ის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთმანეთს მათი
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ამასთან, შეხვედრის დროს განიხილეს კატასტროფების მართვის სფეროში, საქართველოს წითელი
ჯვრის საზოგადოების მიერ დაგეგმილი სამუშაო პროგრამა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სისტემატიურად
ეხმარება კატასტროფების შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს.
სწჯს
რეგულარულად
აწყობს კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას. შეხვედრა
ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმანეთს საკუთარ საქმიანობას აცნობენ და სამომავლო
ნაბიჯებს განიხილავენ.
Internet.ge