იუსტიციის
სამინისტროს
სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში
ელექტრონული
მმართველობის
დანერგვას
ითვალისწინებს, ხაშურის რაიონის სოფელ გომში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
იუსტიციის
მინისტრის
მოადგილე გიორგი ვაშაძემ და ხაშურის რაიონის დეპუტატმა ბაჩო ქიტიაშვილმა დღეს, ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი გომის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას და ადგილობრივ მოსახლეობას ცენტრის კონცეფცია დეტალურად გააცნეს.
გომში
მდებარე საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მიქსორი“ ახორციელებს. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
საზოგადოებრივ
ცენტრში მოსახლეობა შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს თვითმმართველობის
ყველა და ცენტრალური ხელისუფლების მრავალი მოთხოვნადი მომსახურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის
მოწმობის
აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდას და სხვ. გარდა ამისა, განვითარების ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, მოსახლეობა ისარგებლებს გადახდის აპარატით, უფასო კომპიუტერით და შეხვედრების ოთახით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამების, მიგრაციასა და სხვა საკითებზე.
ადგილობრივ
თვითმმართველობებში
ელექტრონული
მმართველობის
დანერგვის
პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს 2010 წლის ივნისში დაევალა, ხოლო პროექტის უშუალო განხორციელება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
2011 წლის
დეკემბრიდან
დაიწყო.
internet.ge