„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე,
რომელიც დიღომში, „თბილისი მოლის“ მახლობლად აშენდება, გეოლოგიური და ტექნიკური
სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ახალი მშენებლობა აქ 2013 წელს დაიწყება.
„ახალი თბილისი“ 230
ჰექტარი მიწის მონაკვეთზე აშენდება. იგი აეროპორტიდან 28, ხოლო ქალაქის ცენტრიდან
12 კილომეტრის დაშორებით იქნება. ეს ტერიტორია 5 ძირითად ზონად დაიყოფა.
რეკრეაციული ზონა დაახლოებით 90 ჰექტარს დაიკავებს და მასში ბულვარი, ველოსიპედის
ბილიკი, კაფე, რესტორანი და სკვერები გაშენდება.
პროექტი მოიცავს
ადმინისტრაციულ ზონასაც, რომელიშიც სამინისტროები და ადმინისტრაციული უწყებები
განთავსდებიან. დიპლომატიურ ზონას უცხო ქვეყნის წარმომადგენლობები დაიკავებენ. საცხოვრებელ
ზონაში ხუთ და ორსართულიანი სახლები აშენდება და საშუალო ფენაზე იქნება გათვლილი. გაშენდება
ისეთი მჭიდროდ დასახლებული კვარტლებიც, როგორიც გლდანსა და დიდ დიღომშია, და მათში
350 ათასი ადამიანი დასახლდება. კომერციულ და საოფისე ზონას სავაჭრო ცენტრები და
ობიექტები, ასევე, ბანკებისა და კომპანიების წარმომადგენლობები დაიკავებს. აქვე
იქნება თავმოყრილი საკონფერენციო, საგამოფენო და ბიზნეს ცენტრები შეხვედრებისთვის.
„ახალი თბილისის“
პროექტი საბოლოო სახეს 10-15 წლის შემდეგ მიიღებს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ინვესტორებისთვის
კონკრეტული წინადადებების შეთავაზება.
იხ. ბმული
internet.ge