ელექტროენერგეტიკის
სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელმა
ეროვნულმა
კომისიამ ახალი წესები შეიმუშავა.
„ელექტროენერგიის
განაწილების
ლიცენზიატის
მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ მიხედვით, რომელიც კომისიამ დღევანდელ
სხდომაზე
დაამტკიცა,
კომპანიას
მომხმარებელთა
მაღალხარისხიანი
მომსახურების
უზრუნვეყოფა
დაევალა. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის
სექტორში მოქმედ განაწილების ლიცენზიატ კომპანიებს მომსახურების ხარიხის სტანდარტები დაუდგინდა. განისაზღვრა 8 სახის მომსახურება და ყოველი მომსახურების სტანდარტი.
დადგენილების
პროექტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატის მხრიდან მომსახურების გაწევისას, კომისიის მიერ დადგენილი კომერციული ხარისხის გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებლისათვის
ფულადი კომპენსაციის გადახდა დაევალა.
კომპენსაციის
ოდენობა და გადახდის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მომსახურება არ იქნება სწორად გაწეული.
internet.ge