სკანდალური ვებ-გვერდი სირიის შესახებ 2,5
მილიონი ელექტრონული წერილის გამოქვეყნებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია
ინტერნეტ-რესურსის წარმომადგენელმა შვედეთში გამართულ კონფერენციაზე გაახმოვანა -
იუწყება „ლაიფ-ნიუსი“.
სირიის საქმეში ფიგურირებს დაახლოებით 678
ათასი ავტორი (ვინც წერილები გაგზავნა) სირიის საგარეო საქმეთა, ფინანსთა,
ტრანსპორტისა და კულტურის სამინისტროებიდან.
Wikileaks-ის წარმომადგენლის, სარა ჰარისონის
თქმით, წერილები ფარდას ხდიან სირიის ხელისუფლების კავშირებს უცხოურ კომპანიებთან.
ვებ-გვერდის დამფუძნებელმა, ჟულიან ასანჟმა, რომელიც ბრიტანეთის
მართლმსაჯულებას გაექცა და თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს, ვებ-გვერდზე
თავისი კომენტარი დადო: „ეს მასალა სირიის მთავრობას ძალიან არ ესიამოვნება, თუმცა
რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ოპოზიციასაც“ - დაწერა ასანჟმა.
internet.ge