თბილისის
საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილის სარჩელი, კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯის“ ივანიშვილის ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის
თქმით, მათი სარჩელი, რომლითაც ისინი ჯარიმის - 2.72 მილიონი ლარის
გაუქმებას
ითხოვდნენ,
სასამართლომ
არ დააკმაყოფილა და ჯარიმა უცვლელი დატოვა.
„აღნიშნულ
საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე გაიმართა, სადაც მოსამართლემ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მათი განცხადებით, იმ ფაქტის გასამყარებლად, რომ ივანიშვილმა ფიზიკურ პირებს ხელფასები გადაუხადა რაც შემდგომ უკან, კოალიციას გადაერიცხა, მოპასუხე მხარემ სატელევიზიო და საგაზეთო
სიუჯეტები
წარმოადგინა,
რაც პირიქით, არსებული დრაკონული კანონის დარღვევასაც წარმოადგენს. სტატიებში ის ინტერვიუები იყო, სადაც სხვადასხვა ადამიანები ივანიშვილისგან მხოლოდ თანხის გადარიცხვას ადასტურებდნენ“,-
განაცხადა
ადვოკატმა.
ზაქარია
ქუცნაშვილის
თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ისინი მეორე ინსტანციაში - სააპელაციო სასამართლოში, აუილებლად გაასაჩივრებენ.
„ჩვენ
გვაქვს 10
დღიანი ვადა, რა დროსაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრება
უნდა მოხდეს. საჩივარი უკვე მზად არის და ჩვენ მას აუცილებლად შევიტანთ“,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ,
რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, „უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით“, კონტროლის პალატამ 2.72 მილიონი ლარით დააჯარიმა.
„დაფინანსების
საერთო ოდენობა შეადგენდა
406,525 ლარს.
საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272,597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან.
შესაბამისად, უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების,- 272,597ლარის, ათმაგი ოდენობით“, - განაცხადეს კონტროლის პალატაში.
Internet.ge