სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ დღეს,
საქართველოში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგების თაობაზე ოთხი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე დაესწრებიან. ასევე,
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
უახლესი საერთაშორისო კვლევის - „ევრობარომეტრის“ შედეგებს წარმოადგენს „TNS Opinion-ის“ ასოცირებული დირექტორი, ენტონი ალენი. იგი თავად ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კვლევას ევროკავშირში.
იუსტიციის
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის საერთაშორისო კვლევების მონაცემები
კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის ეფექტურობას.
ევროპის ქვეყნებს შორის კი, საქართველოში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
Internet.ge