იაპონიაში 220 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, სადაც ძლიერმა ქარიშხალამა - "ურაგანმა", ელექტროსისტემაში აფეთქებები და სერიოზული ავარიები გამოიწვია. სხვადასხვა მონაცემებით, 3-დან 5 ადამიანამდე დაიღუპა, ათობით დაზიანებული კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოებშია მოთავსებული.
გრიგალმა რამდენიმე მშენებლობაზე მუშები ხარაჩოებიდან ჩამოყარა, გზებზე კი მძიმე სატვირთო ავტომანქანები ამოაყირავა.
დაზიანდა თვითმფრინავებიც.
ქარიშხლის სიჩქარე ქალაქ ვაკაიამაში 42 მეტრი წამში იყო, მაშინ, როცა ადამიანი წინააღმდეგობას ვეღარ წევს, როცა ქარის სიჩქარე 25 მეტრია წამში. ზღვის ტალღების სიმაღლეც 6-დან 10 მეტრამდე დაფიქსირდა.
მეტეოროლოგების განცხადებით, ეს რაღაც ანომალიური ქარიშხალია. მისი პირველი დარტყმები იმ რაიონებმა მიიღეს, რომლებიც იაპონიის ზღვის სანაპიროს სიახლოვესაა. სწორედ იქ დაფიქსირდა მსხვერპლიც.
მოსახლეობას მოუწოდებენ არ გავიდნენ ქუჩაში, სადაც ტრანსპორტი თითქმის აღარ მოძრაობს. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლაც. გადადებულია დაახლოებით, 1000-მდე ავიარეისი, შესაბამისად, თვითმფრინავების მგზავრებით გადატვირთულია სასტუმრობიც.
ქარიშხალს, რიგ რაიონებში,
სეზონისთვის შეუფერებელი წვიმაც ახლდა. პრობლემები იმანაც შექმნა, რომ უჩვეულოდ
დიდი რაოდენობით ნალექს სადრენაჟო სისტემები ვერ უმკლავდება. შედეგად, იაპონიის
დასავლეთ რაიონებში წყალდიდობაცაა, დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები და
მეტროსადგურები.
როგორც ამბობენ, ტოკიოში ქარიშხლის პიკი
უკვე გავლილია, თუმცა რამდენადაც ამინდი უკვე ხშირად აწყობს მსგავს სიურპრიზებს,
საგანგებო მდგომარეობა ჯერ ისევ ძალაში რჩება.
Internet.ge