ძველ თბილისში ავარიული შენობის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათი განცხადებით, კუპტინის ქუჩაზე ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობა არ
ცხოვრობდა.
შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ტერიტორია ნანგრევებისგან უკვე
გაწმინდეს.
რაც შეეხება შენობის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას, მათ ნაწილს
ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან ნანგრევებმა სადენები გაწყვიტა.
internet.ge