შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო
დახმარების თანამშრომლებზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაზარალებული
დავით გიორხელიძე სახლში მოინახულა. მინისტრი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობით
დაინტერესდა და მას თანადგომა გამოუცხადა.
მოგვიანებით, ზურაბ
ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ესტუმრა და იქ
მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა. სამედიცინო პერსონალთან საუბრისას მან კიდევ
ერთხელ დაგმო მომხდარი ძალადობის ფაქტი და სასწრაფო დახმარების პერსონალს საკუთარი
პროფესიული მოვალეობის უსაფრხთოდ შესრულებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ქუთაისში სასწრაფო
დახმარების თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშწორება 2012 წლის 29 ივნისს
განხორციელდა. ასათიანის ქ. N145-ში მცხოვრებმა ჩეჩელაშვილების ოჯახმა სასწრაფო
დახმარება გამოიძახა. ოჯახის წევრებმა ადგილზე დაახლოებით 15 წუთში მისული
სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებაში დაადანაშაულეს და მათ ფიზიკურად
გაუსწორდნენ. ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებებისგან თვალი დაკარგა.
მას შესაბამისი ოპერაცია ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
internet.ge