GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქალ მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების სერთიფიკატები გადაეცათ
13:31 06.07.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, პროფესიული განათლების  დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემას, ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილთან ერთად, №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაესწრო.

სერთიფიკატები ქალ მსჯავრდებულებს არტ ფლორა - დიზაინის წარმატებით დასრულებისათვის გადაეცათ, რაც მცენარეებისგან სხვადასხვა კომპოზიციის შექმნას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც ახლადგახსნილი, ბიბლიოთეკის ფარგლებში დაარსდა,  ქალ მსჯავრდებულებს  საშუალება აქვთ  შეისწავლონ უცხო ენები და  ჩაერთონ სხვა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.

პროექტი, რომელიც  „სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით ხორციელდება, მსჯავრდებულ ქალთა  განათლების, სწავლის გაგრძელების და გათავისუფლების შემდგომ დასაქმების  ხელშეწყობას ემსახურება.

ქალთა დაწესებულებაში არსებული უმაღლესი  სტანდარტის  ბიბლიოთეკა, რომელიც სპეციალური ტექნიკით, ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული მხატვრული, ისტორიული და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურითაა აღჭურვილი, ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაციას და მათ პროფესიულ განათლებას უწყობს ხელს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგობის დღესასწაულზე ციხეს შვიდასზე მეტი პატიმარი დატოვებს1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 93
სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეები ქართულ საარჩევნო სისტემას უმაღლეს შეფასებას აძლევენ4
სანდრა რულოვსი: არსებულ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება ხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X