სირიის
რესპუბლიკური გვარდიის გენერალი მანაფ ტლასი, რომელიც ბაშარ ასადთან დაახლოებული
პირია,
თურქეთში გაიქცა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს
მონაცემებით,
გენერალი-დეზერტირის შესახებ ცნობა არაბულმა საინფორმაციო პორტალმა „სირიასტეპსმა“, სირიის
უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა.
„მაღალჩინოსანმა
დაადასტურა გენერალ ტლასის თურქეთში გაქცევის ცნობა“ - წერს სააგენტო.
მანაფ ტლასი
არის შვილი 80 წლის გენერლის მუსტაფა ტლასისა, რომელიც 1972-2004 წლებში სირიის
თავდაცვის მინისტრი იყო, ახლა კი შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის
მოადგილის პოსტი უკავია.
თურქული
მედიის ინფორმაციით, სირიიდან თურქეთში გაქცეული უკვე 700 სამხედრო იმყოფება,
აქედან 20 - გენერალია.
internet.ge