თურქულ ტელეარხ
TRT-ზე გავიდა გადაცემა სადაზვერვო საქმიანობისას იმქვეყნიური ძალების გამოყენების
შესახებ. პუბლიცისტები მეხმეტ შეკერი და ომარ ოზკაია ამტკიცებდნენ, რომ უცხო
ქვეყნების სპეცსამსახურები მუშაობისას ე.წ. ჯინებს იყენებენ.
გადაცემის მონაწილეთა თქმით, ჯინები მზვერავებს ინფორმაციების, კერძოდ, „წყალქვეშა
ნავებიდან საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებაში ეხმარებიან“.
როგორც შეკერი და
ოზკაია ამბობენ, იმქვეყნიური ძალების დახმარებას აქტიურად იყენებს ამერიკის
ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება, რუსეთის სპეცსამსახურები და ისრაელის
„მოსადი“.
გადაცემის მსვლელობისას
ოზკაიამ მოყვა ისტორია, რომელიც მისი თქმით, თავს გადახდა თურქეთის მერვე
პრეზიდენტს, თურგუთ ოზალს: ერთხელ, მას, ამერიკული საელჩოს შუამავლობით, შეხვდა
ნასას თანამშრომელი, რომელმაც პრეზიდენტს სთხოვა, მისთვის ოკულტიზმის სპეციალისტი
მოეძებნა. ამერიკელს, როგორც ოზკაია ამბობს, აინტერესებდა გაეგო, შესაძლებელია თუ
არა ჯინების გამოყენება თანამგზავრებზე გაუმართაობების აღმოსაფხვრელდ.
არაბულ მითოლოგიასა
და ისლამში ჯინები ცეცხლისგან შექმნილი არსებები არიან. ისინი ადამიანებზე ადრე
გაჩნდნენ და მათი შესაძლებლობებიც, ბევრად აღემატება ადამიანების შესაძლებლობებს.
ითვლება, რომ ჯინებს შეუძლიათ წამიერად გადაადგილდნენ სივრცეში, შევიდნენ სხვა
განზომილებებში, გაიგონ მომავალი და ესა თუ ის მოსალოდნელი მოვლენა.
ჯინების
დამორჩილების სპეციალისტებად ითვლებოდნენ მეფე დაუდი და სულეიმანი.
დღეისათვის, არსებობს ათობით სხვადასხვა სახელმძღვანელო, რომელიც აღწერს, როგორ
შეიძლება ჯინების დამორჩილება, რათა გემსახურონ. ზოგიერთ ქვეყანაში კი მსგავსი
საქმიანობა ოფიციალურადაა აკრძალული. მაგალითად, გასულ წელს ოკულტურ ნიადაგზე
სკანდალი ატყდა ირანში, სადაც დააკავეს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის თანამებრძოლები, რომლებიც მაგიასა და ჯადოქრობაში იყვნენ
ბრალდებულები.
internet.ge