GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყველაზე ხშირად გაყალბებულ დოკუმენტთა შორის გარდაცვალების მოწმობაც სახელდება
16:00 06.07.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიის შედეგების პრეზენტაცია გურჯაანის იუსტიციის სახლში მოაწყვეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით  4799-მა  მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 163 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ.

მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა), ამნისტია 2011 წლის ივნისში გამოცხადდა.  „ამნისტიის შესახებ" კანონის მოქმედების პერიოდში საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბების ყველაზე გავრცელებული ფაქტები გამოიკვეთა, ეს არის: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება, გარდაცვალების მოწმობის გაყალბება  და სხვა.       

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან  პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე.   

კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1-ელ იანვრამდე, აგრეთვე - პირებზე, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება.     

გარდა ამისა, ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ამ  შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე (995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.ge http://intpass.cra.ge/

თუ ამნისტიის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგი უგულავამ ახალი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა1
EUMM: სამხრეთ ოსეთის საზღვართან რუსეთი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის2
BBC: კრემლი განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს არბევს3
სამსონ გუგავა ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა4
მატარებლის მგზავრმა ყელი გამოიჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X