ბათუმის მერია, დღეს, ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს
დაზარალებულ ყველა პირს დახმარებას აღმოუჩენს.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი"-ს ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ
განუცხადა.
მისი თქმით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოწვია.
„ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, ასევე
დაზიანდა მეზობელი ბინებიც და ჩაიმსხვრა მინები. საბედნიეროდ, მსხვერპილი არ არის.
აფეთქების შედეგად კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის, ექვსმა
მოქალაქემ მოგვმართა დასახმარებლად, მათგან ერთი არასრულწლოვანია, ყველა მათგანი
გადაყვანილია საავადმყოფოში.
"ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ყველა დაზარალებულს, ასეთი შემთხვევებისათვის ბათუმის მერიის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია“,- განაცხადა ბათუმის მერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე აფეთქება
მოხდა.
Internet.ge