მონიტორინგის სამსახური შპს „ბურჯს“ დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს
18:58 06.07.2012
|
დღის სიახლეები
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახური შპს „ბურჯის“ და შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონთან“ შესაბამისობის თაობაზე გონივრული რწმუნების მისაღებად, აღნიშნული კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლას ახორციელებს.
მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ამ უკანასკნელმა პარტიებისათვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილისვე კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა. შპს „ბურჯი“პარტიულ ოფისებში ასრულებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა აყალბებს ოფიციალურ დოკუმენტაციას, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და ოფიციალურად აჩვენებს რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს.
შპს „ბურჯის“ მიერ კონტროლის პალატაში წარმოდეგნილ დოკუმენტაციაში, აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ წარდეგნილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან და შესაბამისად, იძლევა იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაობეზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა.
შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
რადგან ზემოაღნიშნული აღნიშნული ფაქტი შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ნიშნებს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|