GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შპს "ბურჯის" ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
19:02 06.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, შპს „ბურჯის“ მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეა საუბარი.

 

შპს ‘’ბურჯმა" 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა სამართლებრივი რეგირება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს.

 

ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

 

შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას.

 

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.

 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც უკვე ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ბურჯი“, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, მას საქართველოში წარმოადგენს და უშუალოდ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი. ეს კომპანია მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან ასევე კახა კობიაშვილისაგან.

 

საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანა CHISTA ENTERPRISES LIMITED” -ის მეშვეობით ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს „ბურჯს“ მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს „ბურჯმა“ კი თავის მხრივ, თვალთამქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა" - ნათქვამია განცხადებაში.


 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დედა-შვილი მე-12 სართულიდან გადახტნენ1
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა სხდომებს Skype-ით არ ჩაატარებს2
პრეზიდენტმა განათლების ახალი მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა3
კასკადიორი ცოცხლად დაწვას გადაურჩა (VIDEO)4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 25 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X