მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური
დღეა. ჩვენი უარყოფითი თვისებები ბევრ პრობლემებს შეუქმნის გარშემომყოფებს.
ოჯახისწევრებთან
დასასვენებლად
გამგზავრებასთან
დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ.
მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს, აკონტროლეთ ემოციები. პრობლემებია მოსალოდნელი ფინანსურ საკითხებში. კარგი დღეა ფიზიკური დატვირთვებისთვის,
საოჯახო საქმეებისთვის, მოგზაურობისთვის.
მინერალებიდან
სასიკეთოა:
მარგალიტი,
გიშერი, მარჯანი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო.
ფერებიდან დადებითია: მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი.
სიზმრები ახდება ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ასევე, საიდუმლო საქმეებსა და ფარულ სასიყვარულო შეხვედრებს. დღეს საიდუმლო ადვილად გამოაშკარავდება.
სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის,
მცენარეების
დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის, ქორწინებისთვის,
შემოქმედებითი
მუშაობისათვის,
იურისტებთან
კონსულტაციისათვის,
კაპიტალდაბანდებებისათვის.
ჯანმრთელობის
თვალსაზრისით
შესუსტებულია
ნერვული და ლიმფური სისტემები და ტერფები.
დღე
დადებითია
კუროსა და მორიელისათვის; უარყოფითია – მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
internet.ge