GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის ავიაციის გენერალ-მაიორი საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება
22:38 06.07.2012
დღის სიახლეები

საბჭოთა ოფიცრების საერთაშორისო კავშირის სამხედრო-პატრიოტული კომისიის თავმჯდომარე ვინმე ევგენი კოპიშევი გორში სტალინის მუზეუმის დამცველად გამოდის.

ავიაციის გენერალ-მაიორმა, როგორც ის თავად აწერს წერილს ხელს, წერილი მისწერა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის მეთაურსა და კულტურის მინისტრს, რომელშიც ის აპროტესტებს სტალინის მუზეუმის „სტალინიზმის მუზეუმად“ გადაკეთებას და საქართველოს ხელისუფლებას „მომავლის რისხვით“ ემუქრება.

„საბჭოთა ოფიცრები, რომლებიც ერთგულნი არიან მშრომელი ხალხისადმი ფიცისა, პროტესტს გამოხატავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიმართ, გადააქციოს სტალინის მუზეუმი „სტალინიზმის მუზეუმად“. ამის შესახებ ქალაქ გორში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრმა ნ. რურუამ განაცხადა. თავის განცხადებაში მან „სტალინის მუზეუმის არსებობას, სადაც ადიდებენ დიდ ბელადს“, უწოდა სირცხვილი, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ცივილიზებული მსოფლიოსადმი სწრაფვასთან.

ეს სამინისტრო, არა თქვენი თანხმობით, დაჟინებით, თავისი დანიშნულების საწინააღმდეგოდ, ახდენს საქართველოს საზოგადოების „დესოვეტიზაციას“ და „დესტალინიზაციას“. თბილისსა და სხვა ქალაქებში ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელების გადარქმევის, გორში სტალინის მემორიალისა და ქუთაისში დიდების მემორიალის განადგურების კვალდაკვალ, თქვენი ჩანაფიქრით, რომელიც ნ. რურუამ გააჟღერა, იგეგმება, რომ წლის განმავლობაში ძირფესვიანად შეიცვალოს მუზეუმის დანიშნულება და იერსახე. იქ, სადაც კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, გენერალ-სიმუსისა და მშრომელთა ბელადის ი.ბ. სტალინის ათასობით ექსპონატი ინახება, განთავსდება ინფორმაცია, თითქოსდა, „სტალინური რეპრესიების ათობით მილიონი მსხვერპლის“ შესახებ. საგამოფენო დარბაზები გამდიდრებული იქნება სტალინის ეპოქის უამრავი „საშინელებათა მტკიცებულებებით“. ალბათ, ეს იქნება მსოფლიოში პირველი მუზეუმი, რომელიც შეეცდება დაამტკიცოს „სტალინიზმისა და ფაშიზმის“ იდენტურობა. როგორ არ უნდა გიყვარდეს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ ასე დასცინო შენს დიდი თანამემამულეს, რომელმაც თავისი ცხოვრება მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური - საბჭოთა სოციალისტური საზოგადოების შექმნას დაუთმო და რომლის ნათელ ხსნოვნასაც ინახავენ მთელი ცივილიზებული სამყაროს მშრომელები“ - წერს საბჭოთა გენერალ-მაიორი.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ვანდალიზმს თან ახლავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  „ნაციონალიზმის ისტერია და რუსოფობია“, რასაც კავკასიის რეგიონში „სიტუაციის დესტაბილიზების“, დამანგრეველი საშინაო და საგარეო პოლიტიკიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის, ასევე ქართველი და რუსი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის მოშლის მიზანი აქვს.

კოპიშევის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, „გაამართლოს აშშ-ის ნდობა და რაც შეიძლება სწრაფად შეეფაროს ნატოს ხიშტებს“, რადგან „მის მიერ მოტყუებული და გაძარცვული საქართველოს მშრომელი ხალხისაგან“ „რისხვა“ მოელის.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვა დრო, როცა საქართველოს მშრომელი ხალხი თავის სამართლიან შეფასებას მისცემს  სოციალისტური საქართველოს ყველა დამანგრეველს.
ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კომუნისტებს, საქართველოს ყველა პატრიოტს, რომლებიც იბრძვიან საბჭოთა ცივილიზაციის შესახებ ისტორიული სიმართლისთვის, მისი შემქმნელებისა და დამცველებისთვის.

მოვითხოვთ, შეწყდეს  პოლიტიკური ვანდალიზმი. ნუ ესვრით წარსულს პისტოლეტიდან, რამეთუ მომავალი, თქვენ, ზარბაზნიდან გესვრით“ - წერს კოპიშევი დასასრულს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა ოზურგეთში რეაბილიტირებული კოლეჯი - “ჰორიზონტი“ დაათვალიერა1
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა2
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს აირჩევენ3
ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას კურირებას არჩილ თალაკვაძე გაუწევს4
ირაკლი ღარიბაშვილი: არ გამოვრიცხავ რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობაზე დარჩეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X