7 და 8 ივლისს, ბათუმში, ბონის სპორტულ დარბაზში სპორტულ
ცეკვებში მე-5 საერთაშორისო შეჯიბრი „Batumi Open 2012“ გაიმართება.
მისი ორგანიზატორი საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის სპორტცეკვების
ფედერაციაა.
შეჯიბრებებში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ქვეყნის
მოცეკვავე წყვილებმა გამოთქვეს, მათ შორისაა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, თურქეთი,
საბერძნეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო (თბილისი,
ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, საგარეჯო და სხვა).
აღნიშნული შეჯიბრი ლიცენზირებულია მსოფლიო სპორტცეკვების
ფედერაციის მიერ და მოცეკვავეები მსოფლიო რეიტინგში სარეიტინგო ქულების მისაღებად იბრძოლებენ.
ღონისძიებას 7 საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მოემსახურება, რომლებიც მსოფლიოს 7 ქვეყნიდან
არიან წარმოდგენილნი.
კონკურსი 2 დღის განმავლობაში ჩატარდება: შესარჩევი
რაუნდები დილის 12 საათზე, ხოლო გადამწყვეტი ნახევარ-ფინალური და ფინალური შეჯიბრებები
საღამოს 18 საათზე გაიმართება.
internet.ge