თუშეთში,
სოფელ ომალოში, კესელოს ციხესთან, ფესტივალი „თუშეთობა 2012 “, დღეს, 13:00
საათზე დაიწყება.
ფესტივალის
ფარგლებში, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, ახმეტის
მუნუციპალიტეტის გამგეობის და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ორგანიზებით,
გაიმართება ჯომარდობა და გათამაშდება თუშეთის თასი. ამასთანავე, მოეწყობა შეჯიბრი
თუშურ ტრადიციულ თამაშობებში ისრის სროლაში, სირბილში, ჯვალოს ტომრების ტარებაში,
ბაგირის გადაძალვაში, ჯრაქვაობაში, გაგლეჯილაში და ნაბადზე ხტომაში.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან. დღის ბოლოს კი გაიმართება „ცეცხლოვანი შოუ“ და
ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი.
„თუშეთობა
2012 “–ის მეორე დღეს დაგეგმილია
მწყემსების დასაჩუქრება, ხალხური რეწვის ნიმუშების და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების
ამსახველი ძველებური ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი ფოლკლორული და
ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ტრადიციული
ფესტივალი "თუშეთობა” ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაცული ტერიტორიების
სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
internet.ge