რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ძლიერი წვიმებისა და უამინდობის
შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. წყალმა დაფარა ქალაქის საავადმყოფოები და ბავშვთა ტუბერკულოზის
ამბულატორია. სოფელ დივნომორში 80-მდე სახლი დაიტბორა, რის გამოც 320 ადამიანი ევაკუირებულია.
გელენჯიკში მეხის დაცემის გამო ტრანსფორმატორი ჩამოვარდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა. გარდა ამისა, ჩამონგრეული სახლების გაწმენდითი სამუშაოებისას ნანგრევებს
შორის 2 გარდაცვლილიც აღმოაჩინეს.
„სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად კრასნოდარის მხარეში
ავარიულ-სამაშველო სამუშაოებისთვის 500-ზე მეტი სპეციალისტი და 104 ერთეული ტექნიკაა
მობილიზებული,“ - განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის, სტიქიის მიმდებარე რაიონებში სულ
320-მდე სახლია დატბორილი, სადაც ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ამ მხარეში დაზიანებულია
ენერგომომარაგების სისტემა, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა და შეზღუდულია ავტოტრანსპორტის
გადაადგილება.
internet.ge