GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფიფა „კარის ხაზის ტექნოლოგიებს“ ნერგავს
11:07 07.07.2012
დღის სიახლეები

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ, რომელიც ფეხბურთის წესებს ადგენს, ფიფას რეკომენდაციები გაითვალისწინა და ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვა გადაწყვიტა. თამაშის განმავლობაში იმუშავებს როგორც დამატებითი კამერები, ისე სენსორული გადამცემები. ახალ წესს „კარის ხაზის ტექნოლოგიები“ უწოდეს.

იმის გასაგებად, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, ხვადასხვაგვარი სპეციალური ტექნიკა გამოიყენება. ასოციაციის საბჭომ ორი სისტემა დაამტკიცა: GoalRef, როდესაც ბურთში მონტაჟდება სპეციალური ჩიპი, და Hawk-Eye, რომელსაც ტენისსა და კრიკეტში იყენებენ.

როგორც ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, თამაშზე თვალყურის დევნების წესების შეცვლაზე იგი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისს გერმანიის კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს.

ახალ ტექნოლოგიებს პირველად დეკემბერში დანიშნულ საკლუბო ჩემპიონატზე გამოიყენებენ, რომელიც იაპონიაში გაიმართება. თუკი იგი ტესტირებას წარმატებით გაივლის, მაშინ ამ ტექნიკას 2013 წლის კონფედერაციის თასისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზეც გამოიყენებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბაქრაძე: ამბროლაურში გაზიფიცირება ექვს თვეში დასრულდება1
კასკადიორი ცოცხლად დაწვას გადაურჩა (VIDEO)2
ონკანიდან წყალს ქვეწარმავალი გამოჰყვა3
გადაცემის სტუმარმა პირდაპირ ეთერში გაიხადა (VIDEO)4
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X