ოჰაიოს შტატის
ქალაქ არკონის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე, ასაკოვანი ქალბატონი ჟოზეფინ ჰარიმსი
ბარაკ ობამას სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალა.
ექიმების
თქმით, 70 წლის ქალბატონი გულის შეტევით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ემოციური
აღგზნება რესტორან Ann's Place-ში პრეზიდენტის სტუმრობამ გამოიწვია.
ამერიკული
მედიის ცნობით, მასპინძელი თბილად გადაეხვია ობამას, როცა ის რესტორანში შევიდა.
პრეზიდენტმა 2 კვერცხი და ტოსტი ბეკონით მიირთვა.
ამ
სტუმრობიდან 2 საათის შემდეგ კი ჟოზეფინს ე.წ. გულის შეტევა დაეწყო, ცოტა ხანში კი
რეანომობილში გარდაიცვალა.
internet.ge