GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადა ტარდება
13:27 07.07.2012
დღის სიახლეები

8 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისში ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი გაიმართება. პროგრამირების შეჯიბრებათა ციკლ „GeOlymp Series 2012”-ის ფინალს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა უმასპინძლებს. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საინიციატივო ჯგუფი “GeOlymp”.

„GeOlymp Series” კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოსწავლეს და სტუდენტს შეუძლია. წელს მონაწილეთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ფინალამდე მათ 5 რაუნდი გაიარეს, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით იყო გამართული. ამ რაუნდების ჯამური შედეგების მიხედვით შეირჩა 20 საუკეთესო მონაწილე, რომელიც ფინალში იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის.

”ჯეოლიმპის” მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის პროგრამირების ოლიმპიადებისადმი ინტერესის გაზრდას საქართველოში, მათი ცოდნის ამაღლებას და იმ საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც წვლილს შეიტანს პროგრამირების სფეროს განვითარებაში.

ქართული პროგრამირების ოლიმპიადა თბილისში 2010 წლიდან იმართება. ამ პერიოდის მანძილზე, მას მხარდაჭერას უწევდნენ კომპანიები "JSC Georgian Card", "ლუნეტი" და "LeavingStone". წლევანდელ ფინალს ეყოლება ორი ახალი სპონსორი: "ომედია სტუდია" და "ნეტიკო სტუდია".

“GeOlymp”-ის შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებს ინფორმატიკის ოლიმპიადებში წარმატებული ახალგაზრდების აბსოლუტური უმეტესობა. ფინალისტების რიგებში ტრადიციულად შედიან საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრები და უმაღლესი სასწავლებლების მოწინავე სტუდენტები. სერიის ფინალი, ფაქტობრივად, ინფორმატიკაში საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს.

ფინალური შეჯიბრის პარალელურად, ინტერნეტის მეშვეობით ჩატარდება არაოფიციალური შეჯიბრი იმავე ამოცანებზე, რომლებსაც ფინალისტებს შესთავაზებენ. ამ შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისია საქმეების განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს1
თბილისში ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადა ტარდება2
Twitter-ს მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვის გაძლიერება სურს3
„ლეიბორისტები“ აზერბაიჯანის საელჩოსთან ბრიფინგს გამართავენ4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X