სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
გლდანის #8 დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და განცხადებს ავრცელებს.
„6 ივლისს, ღამით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია გლდანის №8
დაწესებულებასთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა,
რომ გარკვეული სუბიექტები, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ
გუშინ გვიან ღამით სოციალური ქსელითა და ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა.
ამასთან,
მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე.
საუბარი იყო ორ გარდაცვლილ პატიმარზეც.
Internet.ge