პროგრამის "ქართული ენა
მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში მოხალისე მასწავლებლების შერჩევა დაიწყო.
პედაგოგებს, ტესტირების შედეგების მიხედვით, პროგრამის ადმინისტრაცია შეარჩევს, რის
შემდეგაც კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში გაემგზავრებიან.
შერჩეული კანდიდატები პროფესიულ უნარებში, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიასა და
მულტილინგურ
სწავლებაში
ტრენინგებს
გაივლიან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის გია
მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“ვაგრძლებთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროგარამა მომავალშიც წარმატებული იყოს”,- განაცხადა მამულაშვილმა.
internet.ge