GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შპს ‘’ბურჯს" განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ორმაგი ოდენობა დაეკისრა
18:00 07.07.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის  7 ივლისის დადგენილებით, შპს "ბურჯი"  ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა1”  ქვეპუნქტით, 34 (2) მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8 644 630 (რვა  მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ექვსას ოცდაათი ლარი) ლარის ოდენობით.

საქმის მასალების მიხედვით, შპს "ბურჯის" მიერ, 2012 წლის 1-ელი ივნისიდან 28 ივნისის მდგომარეობით, კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიებისათვის მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეძენილ იქნა 54 ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც უსასყიდლო სატრანსპორტო მომსახურეობას უწევდა კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. ვინაიდან, შპს "ბურჯის" მიერ სამართალდარღევა ჩადენილ იქნა განმეორებით, მის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34 (2) -ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას და  შპს "ბურჯი" დაჯარიმდა შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 8 644 630 (რვა  მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ექვსას ოცდაათი ლარი) ლარს.

 Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“მარიტიმუ”თბილისში 18 ფეხბურთელით ჩამოვიდა1
აფხაზი პატარა ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს2
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს3
"Pussy Riot"-ს მხარდაჭერას მსოფლიოს 30 ქალაქში უცხადებენ4
აფხაზეთში პური ძვირდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X