GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იქმნება
21:36 07.07.2012
დღის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილებას, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და უკვე ძალაშია.

დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინის­ტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა, პროგრამის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა.

პროგრამის მოსარგებლეები არიან სამუშაოს მაძიებელი საქარ­თვე­ლოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

სამუშაოს მაძიებლად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელსაც არა აქვს და ეძებს სამუშაოს ან აქვს სამუშაო და მზად არის სხვა სამუშაოს შესასრულებლად.

15-დან 18 წლამდე ასაკის სამუშაოს მაძიებლისათვის სავალდე­ბუ­ლოა მშობლის/მეურვის თანხმობა.

პროგრამის მოსარგებლეები არ არიან: ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პე­რიოდის განმავლობაში; სამხედრო პირები (წვევამდელები და სამხედრო პირები), რომ­ლე­ბიც ცხოვრობენ ყაზარმებში; საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფ­რებ­ში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულე­ბებში მყოფი (მცხოვრები) პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმების დაბეჭდვას;

დაბეჭდილი კითხვარების შევსებას ელექტროენერგიის სააბონენ­ტო ნომრის მისამართზე მცხოვრებ ოჯახებში (მათ შორის, ელექტრო­ენერ­გიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახებში) ადგილზე ვი­ზიტების მეშვეობით;

შევსებულ კითხვარებში არსებული ინფორმაციის გადატანას ელექ­ტრონულ ფორმატში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეო­ბით;

სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას და მასში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას დაინტერესებული სა­მი­ნის­ტროე­ბი­სათვის/უწყებებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბა­მი­სად;

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის მიზნით ტექნიკური, ადმინის­ტრა­ციული და ფინანსური ხასიათის ღონისძიებების გატარებას (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენ­ტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით).

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა იწარმოებს ნებაყოფლობით, მოქა­ლაქეთა  უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე, მათი ფაქტობრივი საც­ხოვ­რებელი ადგილის მიხედვით.

სამუშაოს მაძიებლად აღრიცხვა უფასოა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უმცირესობა პარლამენტის შენობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მოძიების ინიციატივით გამოდის1
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუცია ძალიან ბევრჯერ იქნა შეურაცხყოფილი2
რობერტ სტურუა: ჩამოვედი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გამარჯვება პირადად მიმელოცა3
გორში კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს4
ფინეთმა საქართველოსთან საბრძოლო რაზმი დაასახელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X