შს სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
თანამდებობა დატოვა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის
უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა.
გიორგი გეგეჭკორი ამ თანამდებობაზე ორი წლის წინ დაინიშნა,
მან გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე ვასილ სანოძე შეცვალა. მანამდე კი გეგეჭკორი
ჯერ თბილისის, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის საპატრულო სამსახურის უფროსი იყო.
ის სავარაუდოდ მუშაობას სახელმწიფო კანცელარიაში გააგრძელებს.
ასევე ცნობილია, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე განიხილება შს მინისტრის ყოფილი მოადგილის,
ამირან მესხელის კანდიდატურა.
ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვეს შს სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა და კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსმა დათა
ახალაიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
Internet.ge